primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

შემეცნებითი ტურნე რეგიონებში - „აზროვნების აკადემიამ“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

  • საზოგადოება
  • 30.11.2023
  • 18:58
შემეცნებითი ტურნე რეგიონებში - „აზროვნების აკადემიამ“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

საქართველოს რეგიონებში უკვე ერთი თვეა, „აზროვნების აკადემიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი ტურნე მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროექტი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, „აზროვნების აკადემიის“ ლექტორები, მათ შორის ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები, რეგიონებში საჯარო ლექციებს მართავენ. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, მოისმინოს დისკუსია ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიც არის - პოზიტიური აღზრდა, პიროვნული განვითარების ეტაპები, თვითშემეცნება, თვითრეალიზაცია და სხვა. დასწრება რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. 

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „აზროვნების აკადემიის“ ლექციებზე დასწრებას ხშირად რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ  გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა საგანმანათლებლო პროექტისთვის და „აზროვნების აკადემიის“ საჯარო ლექციები ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ადამიანის შემეცნებითი განვითარება და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს საჯარო ლექციები, რომლებიც 10 რეგიონში გაიმართება და რომლებზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება“.

შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში, ბათუმსა და ოზურგეთში უკვე ჩატარდა ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ორი ლექცია. შეხვედრას  ოთხასამდე  მსმენელი დაესწრო.

ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგი: „აზროვნების აკადემიის“  შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში, მსმენელებს სხვადასხვა კვლევის შედეგებს ვაცნობთ. შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობს. თავისუფალი ფორმატი გვაძლევს საშუალებას, მოვისმინოთ მსმენელის მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოქალაქეები სვამენ შეკითხვებს და ერთვებიან დისკუსიაში. ბათუმსა და ოზურგეთში გამართულმა ლექციებმა ადგილობრივების დიდი დაინტერესება გამოიწვია და შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა“.

პროექტის ფარგლებში, რეგიონებს რვა სპიკერი სტუმრობს: ზურა მხეიძე, ლევან გიგინეიშვილი, ანა ქირია, რეზო კორინთელი, მარინა კაჭარავა, ანდრო დგებუაძე, ნინო ელბაქიძე და ნინო ბუაძე. შეხვედრები რამდენიმე თვის განმავლობაში  საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge