png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით ღრმად შემაშფოთებელია - პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2023
  • 19:00
რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით ღრმად შემაშფოთებელია - პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით,  ღრმად შემაშფოთებელია, –  ამის შესახებ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა.

მისი განცხადებით, რეალურია რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე.

 ეუთო რჩება ერთადერთ მულტილატერალურ სივრცედ, გაერო-ს გარდა, სადაც ხდება ევროპაში არსებული საერთო გამოწვევების გადაჭრა. რუსეთის უგუნურ ქმედებებს ჰქონდა საშინელი გავლენა ეუთო-ზე. ნდობა სერიოზულად შეირყა, რაც ძირს უთხრის ეუთო-ს ვალდებულებებს. ვწუხვარ, რომ ჩვენ უფრო დიდი მანძილით ვართ შორს იმ მიდგომის შესრულებისგან, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველი, თანამშრომლობაზე დამყარებული და განუყოფელი უსაფრთხოების თანამეგობრობის ჩამოყალიბებას, რაზეც ერთ დროს ჩვენ თავად შევთანხმდით. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნავს გადახრის მომენტს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უგუნური ქცევის მორიგი მსხვერპლი ეუთო არ გახდეს. პორტუგალიას სჯერა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს შემართებას, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ სამხედროების სწავლებას, რადგანაც დღეს სწორედ ეს გახლავთ ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებელობას, რათა ვუთხრათ რუსეთს, რომ შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან დაუყოვნებლივ, რადგანაც მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საშინელ ომზე. რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია. მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომხების ტრაგიკული მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ რუსების ჩაურევლობის იმედი, რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია“, – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge