png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ კოლეგებს მიმართა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ გამოიყენონ ტერმინი - „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები"

  • პოლიტიკა
  • 13.12.2023
  • 15:44
ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ კოლეგებს მიმართა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ გამოიყენონ ტერმინი - „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები"

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა  გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის დეპუტატებთან, საგარეო და ევროკავშირის საკითხებზე მომხსენებლებთან: კნუტ აბრაჰამთან (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) და ქრისტიან პეტრისთან (სოციალ-დემოკრატიული პარტია) შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე. ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის მომავალი გაფართოების პროცესში.

გერმანელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო წარმოადგენს ახალი ევროპული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს და გამოხატეს მზადყოფნა, რომ გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების მნიშვნელობას.

შეხვედრებისას, ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი გერმანიის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოხსენიებული იქნას როგორც „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა ბუნდესტაგში არსებულ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დეპუტატებთან და წამყვანი გერმანული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.  

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge