შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სამართალი
- 12.03.2016
- 10:50
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1987 წელს დაბადებული იური კ. ზუგდიდში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ ტიპის სხვადასხვა მოდელის 5 პისტოლეტი და 61 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით).
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200