png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შსს-მ კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე თურქეთის და სომხეთის მოქალაქეებს ბრალი წაუყენა

  • სამართალი
  • 01.10.2015
  • 09:38
შსს-მ კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე თურქეთის და სომხეთის მოქალაქეებს ბრალი წაუყენა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლისა და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული ბარის ა. და 1981 წელს დაბადებული ზეკი ა, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული არმინე დ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა კომპიუტერული მოწყობილობები ე.წ. სიმ-ბოქსები შეიძინეს, რომლებიც თბილისსა და მარნეულში, დროებით საცხოვრებელ ბინებში განათავსეს.

აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ-ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები შპს „მობიტელის“ სიმ-ბარათებს ათავსებდნენ. სიმ-ბარათების მეშვეობით, ინტერნეტ-ტრაფიკით მიღებული ზარები საბოლოო ობიექტთან როგორც ლოკალური ზარი, ისე შედიოდა. ე.წ. სიმ-ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. სიმ-ბოქსში იყო მოთავსებული და არა ზარის წამომწყების ნომერს.

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად, გაცილებით ნაკლებს - ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხას იღებდა. ჩადენილი ქმედებით ბრალდებულებმა შპს „მობიტელს“ ჯამში 11 620 ლარის მატერიალური ზარალი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა, თბილისში - თურქეთის ორი მოქალაქის, ხოლო მარნეულში - სომხეთის მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ-ბოქსები, შპს „მობიტელის“ კუთვნილი, დიდი რაოდენობით სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge