png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება - ხატია დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 15.01.2024
  • 15:54
 როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება - ხატია დეკანოიძე

კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანის სინერგიული ერთობა, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე არ ადასტურებს, რომ საუბარია „ლელოსთან“ რაიმე სახის ალიანსზე. ამასთან, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ როგორც აქვს ინფორმაცია, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება.

„ალბათ, მარტის დასაწყისამდე კონფიგურაცია გამოჩნდება. მარტი ალბათ საბოლოო ათვლის წერტილი იქნება, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ეს უნდა იყოს გონივრული კონფიგურაცია, რაც გულისხმობს, რომ მეტი გონივრული ერთობა და ალიანსები უნდა შედგეს. ეს უნდა იყო სინერგიული ერთობა, რომელიც არ იქნება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ ავტომატური დაჯგუფება, არამედ იქნება სინერგია, რომელიც ხმების რაოდენობას გაზრდის. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არსებობს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები და ვიქნები. კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანის, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, სინერგიული ერთობა, რაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება. ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე სახის ალიანსზეა საუბარი „ლელოსთან“. ალბათ ეს ნიკას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ წინასარჩევნო ალიანსზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ და არაერთხელ მითქვამს, რომ ნიკა მელიასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. ჩვენ ვსაუბრობდით და ეს შეეხებოდა პოლიტიკურ კონსულტაციებსაც. გვარამიასთან საუბარი არ შემიწყვეტია, როცა ის იყო ციხეში და მას შემდეგაც, რაც თავისუფლებაზე გამოვიდა. ორივე ადამიანს დიდი რესურსი და პოტენციალი აქვთ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ის სინერგია მოიტანონ, რომელიც ერთობას უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ საუბარია მათ შორის, ვინც წლების განმავლობაში იყვნენ ჩემი მეგობრები. როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება. ძალიან საინტერესო კონფიგურაციაზე საუბრობენ მისი წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ საინტერესო და ცხელი გაზაფხული გველოდება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge