primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ ზამთრის საბურავი - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"

  • საზოგადოება
  • 15.01.2024
  • 15:57
 რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ ზამთრის საბურავი - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"

პირველი იანვრიდან ავტომფლობელებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ზამთრის სეზონზე, სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების მქონე ავტომობილით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს და არ გამოიყენებს ე.წ. ზამთრის საბურავებს, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების რაოდენობაც შეუმცირდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთარში შესაბამისი საბურავით გადაადგილება და როგორ შევარჩიოთ სწორად, რეგულაციებთან შესაბამისობაში, ზამთრის საბურავი? გვესაუბრება "თეგეტა მოტორსის" საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი, ნიკა მამუკაშვილი.

ნიკა მამუკაშვილი, "თეგეტა მოტორსის" საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: "საბურავების სეზონურობა დგინდება და კლასიფიცირდება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციებით. ზამთრის საბურავის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გვერდითა კედელზე დატანილი იყოს მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. ზოგიერთ საბურავს გვერდითა კედელზე მითითებული აქვს M+S აბრევიატურა. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ ეს განსაზღვრავს საბურავების სეზონურობას და შესაძლებელია მისი ყველა სეზონზე და ყველანაირ გზის საფარზე გამოყენება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. M+S აბრევიატურა არ განსაზღვრავს საბურავის სეზონურობას, მიუხედავად იმისა, რომ იშიფრება, როგორც ტალახი+თოვლი. ეს აბრევიატურა შეიძლება, ეწეროს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრისა და ყველა სეზონის ტიპის საბურავს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი".

ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამით გამოიხატება მისი ეკონომიურობა.

ნიკა მამუკაშვილი, "თეგეტა მოტორსის" საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: "სხვადასხვა სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის სეზონურად ცვლა, პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფაქტორი არის ტემპერატურის კლება. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ არასეზონური საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლოთ.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ზამთარში მოძრაობის დროს უსაფრთხოება, ზამთრის საბურავის გამოყენებასთან ერთად, უმჯობესია, ზამთარსა და თოვლიან გზის საფარს მოვარგოთ ავტომობილის მართვის სტილიც - ვიმოძრაოთ ფრთხილად, გავზარდოთ დისტანცია სხვა ავტომობილთან და მოვერიდოთ მკვეთრ მანევრსა და დამუხრუჭებას".

უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, "თეგეტა მოტორსის" ფილიალებში ზამთრისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ხელსაყრელი შეთავაზებები მოქმედებს.


თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge