png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იარაღი თუ ამოგვეწურება, ნიჩბებით ვიბრძოლებთ - დმიტრო კულება

  • მსოფლიო
  • 16.01.2024
  • 10:49
იარაღი თუ ამოგვეწურება, ნიჩბებით ვიბრძოლებთ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დრო იწურება კონგრესისთვის, რათა დაამტკიცოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი და დასძინა, რომ იარაღის ამოწურვის შემთხვევაშიც კი, უკრაინელები ბრძოლას ნიჩბებით გააგრძელებენ.

ამის შესახებ კულებამ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კულებამ თქვა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსება,  პოტენციურად დაეხმარება ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილებაში.

 „რაც არ უნდა ღირდეს ახლა უკრაინის მხარდაჭერა, თუ უკრაინა წააგებს, მსოფლიოში არსებული არეულობის გამოსწორების ფასი, გაცილებით მაღალი იქნება. თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს რუსეთს უკრაინაში, მაშინ კიდევ ვის შეუძლია შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში? იარაღი რომც ამოგვეწუროს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის ერის არსებობა სასწორზე დგას“, - განაცხადა კულებამ.

ამასთან, კულებამ კიდევ ერთხელ გამორიცხა პუტინის რეჟიმთან ნებისმიერი მოლაპარაკება, ვიდრე უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით ძლიერ პოზიციას არ დაიკავებს.

ამასთან კულებამ აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა ისწავლეს გაკვეთილები და ახლა ამ ომისთვის ბევრად უკეთესად არიან აღჭურვილი, თუმცა მისი პროგნოზით, წელს რუსეთს მეტი რცხი ელოდება.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ძალების მიერ ქალაქ ავდიივკის გარშემო ტერიტორიების მცირე ნაწილის დაკავების შესახებ საუბრისას, კულებამ თქვა, რომ რუსეთის ამ მინიმალურ მიღწევებს უკიდურესად მაღალი ფასი მოჰყვა და უარყო მოსაზრება, რომ რუსეთს ახლა ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონები გაუშვა, რაზეც კულებამ პირდაპირი კომენტირებისას თავი შეიკავა, თუმცა მიანიშნა, რომ ომს უკრაინაში ნეგატიური გავლენა აქვს რუსეთისთვის.

„პუტინმა უნდა აუხსნას თავის ხალხს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, დროდადრო კარგია, რომ მათ {რუსეთის მოსახლეობამ} გააცნობიეროს, რომ რეალობა მათი ტელევიზიების გარეთ განსხვავებულია და შეიძლება იყოს ბევრად, ბევრად უარესი, ვიდრე მათი პროპაგანდა“, - განაცხადა კულებამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge