აშშ-მა მორიგი დარტყმები განახორციელა “ჰუსიტების“ სამიზნეებზე იემენში
- მსოფლიო
- 18.01.2024
- 10:55
მედიის ცნობით, აშშ-მა მორიგი დარტყმები განახორციელა “ჰუსიტების“ სამიზნეებზე იემენში.
შეერთებულმა შტატებმა იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ადენის ყურეში ხომალდ Genco Picardy-ზე თავდასხმა განხორციელდა.
Genco Picardy მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდია, რომელიც აშშ-ის ეკუთვნის.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთო გემმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცაცურვას განაგრძობს.
მოგვიანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა იემენში ჰუსიტების სარაკეტო გამშვებებზე დარტყმები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200