ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას - ირაკლი ღარიბაშვილი
- პოლიტიკა
- 29.01.2024
- 17:11
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ის პირნათლად ემსახურა საქართველოს.
მან წარმატება უსურვა მომავალ პრემიერ-მინისტრს და მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ღარიბაშვილს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200