ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ აირჩიეს
- პოლიტიკა
- 01.02.2024
- 14:09
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
პარტიის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას
მოსალოდნელია, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს.
სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ პარტიის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.
ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 29 იანვარს განაცხადა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200