primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

დიღმის ტყე-პარკში 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო

  • საზოგადოება
  • 12.03.2016
  • 15:15
დიღმის ტყე-პარკში 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო

დიღმის ტყე-პარკში, საგაზაფხულო გამწვანების  ღონისძიებების  ფარგლებში,  600 წიწვოვანი ნერგი დაირგო.  

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხე-მცენარეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია მეორესთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად დარგო.  აქციაში  მონაწილეობდნენ  მერის მოადგილეები, საპატრიარქოს, ფონდ „გაამწვანე საქართველოს“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები.

საგაზაფხულო გამწვანების პირველ მასშტაბურ აქციაზე,  დიღმის ტყე-პარკში, 7 000 კვ .მ  ფართობზე 1,50-2,50 მ სიმაღლის 600 კიპარისისა და კედრის  ხე-მცენარე დაირგო.

დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა გამწვანების აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ასეთი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.  თბილისის მერმა დიღმის ტყე-პარკში ის ხეებიც დაათვალიერა, რომლებიც 2014 წელს, საშემოდგომო გამწვანების ღონისძიების ფარგლებში დაირგო.

„დღეიდან  დედაქალაქში გამწვანების აქტიური ღონისძიებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 80 000-ზე მეტი ხე დაირგვება ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მის შემოგარენში. ასევე, დავათვალიერეთ დიღმის ტყე-პარკში ის ხეები, რომლებიც  პირველად დაირგო 2014 წლის შემოდგომაზე და ამით დავიწყეთ ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით ჩვენი წინასაარჩევნოდ მიცემული  დაპირების შესრულება.  ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საზოგადოების ჩართულობით გამწვანების სამუშაოებს, რათა ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის გამწვანებაზე და აუცილებელად შევასრულოთ ის,  რაც  თბილისის მოსახლეობას დავპირდით.  აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია დარგული ხეების მოვლა-პატრონობა, მათ შორის მორწყვაც.  ამაზე ორი წლის განმვალობაში კონტრაქტორი კომპანიები იზრუნებენ.  ყველანაირ პირობას ვქმნით, რომ ხეებმა მაქსიმალურად გაიხაროს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.  გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.  გაზაფხულზე, ქალაქის მასშტაბით, 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგვება. უკვე შერჩეული რამდენიმე ლოკაცია: მახათას მთის მიმდებარედ 15ჰა ფართობი, ოქროყანაში - გამხმარი და დაავადებული ხეებისაგან გამოთავისუფლებული ტერიტორია, დიდი დიღმისა და ქალაქის შიდა, პარკ-სკვერებისა და ცენტრალური ქუჩების  მიმდებარე ტერიტორია. დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას  კონტრაქტორი კომპანიები  უზრუნველყოფენ. 

2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია  180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge