primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა - კახა კალაძე ოპოზიციაზე

  • კომენტარები
  • 15.02.2024
  • 15:54
ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა - კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გადალახვა დიდი წარმატება იქნება, რადგან მათ გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, „ნაცმოძრაობას“ შეუძლია, მოქალაქეები ატაროს იქ, სადაც უნდა, მათ შორის, „ხმების მცველის სკოლაში“.

„არ ვიცი. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამის საჭიროება, რომ სკოლაში ატაროს ადამიანები, ვინც ხმას ითვლის. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იარონ, არანაირი პრობლემა ამაში არაა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წარსულში და რა საქმიანობით იყო დაკავებული.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები, პოლიტიკური პარტიები დღეს რაღაც სახელებს რომ ირქმევენ, ყველა აღმოცენებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან.  შეიძლება მაშინ ბატონი ხაზარაძე არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული წარმომადგენელი, მაგრამ ჰქონდა თავისი ფუნქცია, რაც ყველამ კარგად ვიცით, რა იყო. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რა საზიზღრობით გამოირჩეოდნენ და რა სიმძიმით, ყველას კარგად გვახსოვს. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან, არაფერი შეცვლილა - იმავეს აკეთებენ, უბრალოდ, ნაკლები რესურსი და შესაძლებლობები აქვთ. მსგავს ადამიანებს არათუ რაიმე სიმრავლით შეუძლიათ პარლამენტში მოხვედრა, საერთოდ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ წარმატების. თუ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, ეს მათთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ყოველთვის  ქართულ საქმეს აკეთებდა და დღესაც დგას იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდება.

„ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებებს თუნდაც პარტია „ლელოდან“, მისი დამფუძნებლების მხრიდან, რომ საოცარია. მუქარებით, ამ განცხადებებით ჩანს, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა. ეს ყველაფერი პატარა ადამიანების სპეკულაციებია. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში, ყოველთვის აკეთებდა ქართულ საქმეს ხაზარაძისგან განსხვავებით, უამრავი ქველმოქმედება და კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და დღესაც დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება. ვიცით ხაზარაძეების და ვიღაცების წარსული, ვიცით რით იყვნენ დაკავებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ისეთ სიბინძურეს კადრულობდა და აკეთებდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge