png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ უკრაინას არ მივაწვდით TAURUS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რადგან ამან, შესაძლოა, ომში გერმანიის ჩართვა გამოიწვიოს - ოლაფ შოლცი

  • მსოფლიო
  • 26.02.2024
  • 19:04
ჩვენ უკრაინას არ მივაწვდით TAURUS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რადგან ამან, შესაძლოა, ომში გერმანიის ჩართვა გამოიწვიოს - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კატეგორიულად უარყო უკრაინაში TAURUS-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდება, რადგან მისი განცხადებით, ამან შესაძლოა ომში გერმანიის ჩართვა გამოიწვიოს. ”ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ ასოცირებული იმ სამიზნეებთან, რომლებსაც ეს სისტემა აღწევს,” - თქვა მან.

შოლცის თქმით, სწორედ ამიტომ ასეთი იარაღის გადაცემის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას. "ეს სიცხადე ასევე აუცილებელია. მიკვირს, რომ ზოგიერთს ეს არც კი აღელვებს,  არც კი ფიქრობს, შეიძლება თუ არ ამან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გამოიწვიოს რაიმე სახის მონაწილეობა ომში", - განაცხადა კანცლერმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება „ბალანსის არარსებობის“ გამო, რაც უკრაინას რეალურ საჭიროებასა და ამ ერთიან სისტემაზე დებატებს შორის. ”რაც უკრაინას აკლია არის ყველა შესაძლო მანძილის საბრძოლო მასალა და არა აუცილებლად გერმანიიდან”, - თქვა მან.

გერმანიის კანცლერმა არაერთხელ ისაუბრა უკრაინისთვის TAURUS საკრუიზო რაკეტების მიწოდების წინააღმდეგ, იმის შიშით, რომ ეს რაკეტები შეიძლება გამოიყენონ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ. მისი პოზიცია არ შეცვლილა გერმანიის ბუნდესტაგში მთავრობაზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად.

გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის სისტემების მიწოდების მოთხოვნით, თუმცა ამ დოკუმენტში ფრთოსანი რაკეტები არ არის ნახსენები. ამავდროულად, კონსერვატიული პარტიების ოპოზიციური ბლოკი და ქვეყნის მმართველი კოალიციის ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც შედგება სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და ლიბერალებისგან, ღიად ითხოვს კიევისთვის TAURUS-ის რაკეტების მიწოდებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge