png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დმიტრო კულებამ მოუწოდა უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ დატოვეს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ სამშობლოსთვის ბრძოლაში

  • მსოფლიო
  • 27.02.2024
  • 09:48
დმიტრო კულებამ მოუწოდა უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ დატოვეს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ სამშობლოსთვის ბრძოლაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თხოვნით მიმართა უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვეს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ თავიანთი სამშობლოს დაცვაში. ამის შესახებ კულებამ The Irish Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა ირლანდიას, რომელმაც  100 ათასზე მეტ უკრაინელი შეიფარა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან და სხვა სახის დახმარებასთან ერთად უკრაინას ათობით მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

„ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო. მაგრამ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, მოვუწოდებთ, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლაში და გადარჩენაში მათი პირადი წვლილის შეტანით," - აღნიშნა მან.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინა დაახლოებით ექვსმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, მათი უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge