png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება - ზელენსკი მაკრონის განცხადებაზე

  • მსოფლიო
  • 28.02.2024
  • 18:56
თუ რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება - ზელენსკი მაკრონის განცხადებაზე

მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოგერიებაში, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ სამიტის შემაჯამაბელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„მე არ ვყოფილვარ იმ სამიტზე {სადაც მაკრონმა გააჟღერა იდეა}, მან თქვა, რომ ისაუბრებდა ახალ იდეებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა და გაუზიარებდა ინფორმაციას უკრაინაში ჩამოსვლისას. ეს უნდა იყოს მარტის შუა რიცხვებში. ...

თუ რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება “, – განაცხადა ზელენსკიმ.“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მანამდე ჰქონდა კარგი შეხვედრა მაკრონთან, სადაც განიხილეს მრავალი ინიციატივა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა ბრძოლის ველზე. ამავდროულად, მთავარი ფუნდამენტური ინიციატივა ამ დროისთვის არის პარტნიორებმა შეასრულონ წინა შეთანხმებები უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდებაზე.

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უკრაინისთვის გადარჩენა კი ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მე არ შემიძლია გაგიზიაროთ, მაგალითად, არტილერიის რაოდენობა, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის რაოდენობა. .. ყველაფერი იქ არის, სადაც გვაქვს, არის შეთანხმებები და ხელშეკრულებები დახმარებისთვის, ყველაფერი დროულად უნდა მოვიდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგხსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge