საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
- პოლიტიკა
- 13.03.2016
- 23:50
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.
"ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა, იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა," - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200