primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

რომელია ახალი - მელია თუ გვარამია? ქვეყანაში რა უბედურებაც ხდებოდა, ყველაფრის თანამონაწილე ისინი იყვნენ - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 12.03.2024
  • 16:10
რომელია ახალი - მელია თუ გვარამია? ქვეყანაში რა უბედურებაც ხდებოდა, ყველაფრის თანამონაწილე ისინი იყვნენ - კახა კალაძე

„თუკი რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადროს, ყველა წითელი ხაზი გადალახოს - ეს მელიასაც და გვარამიასაც გაკეთებული აქვთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, რადიკალიზმით სავსე ყველა პოლიტიკურ ძალას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.

„როგორ შეიძლება კონკურენტად აღიქვა ის ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომლებიც იმისთვის იბრძოლებენ, რომ არჩევნებზე ხმების 1-2% მიიღონ? ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, ექნებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა.

დღეს, შეიძლება აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან. თუმცა, ვინ არიან ეს ადამიანები? ნიკა მელია რომელი ახალია, ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით და ოდიოზურობით. თუკი რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადროს, ყველა წითელი ხაზი გადალახოს - ეს ორივეს გაკეთებული აქვს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. შესაბამისად, რადიკალიზმისა და ბოროტების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას აღიარებაზეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რომ „მაშინდელი ოპოზიციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემისა და ტელევიზიებისთვის ჟანგბადი გადაკეტილი იყო.“

კახა კალაძის თქმით, ცხრა წლის განმავლობაში რაც ქვეყანაში უბედურება ხდებოდა, ნიკა გვარამია ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო.

„გვარამია ამას უბრალოდ არ იტყოდა. ამის თქმა დასჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენოს, თითქოს როგორი გულწრფელია. თითქოს, მაშინ ყველაფერი ერთი კაცის „ხუშტურებზე“ იყო დამოკიდებული, მხოლოდ ერთი ადამიანი მართავდა სასამართლოსა და პროკურატურას. სინამდვილეში, გვარამიაც თანამონაწილე იყო. წარსული ხომ არ გამქრალა და არავის ავიწყდება. თუკი ცხრა წლის განმავლობაში, ქვეყანაში რამე უბედურება ხდებოდა, ისინი იყვნენ ამის მთავარი შემოქმედი პირები. დღეს, რა ფერი იცვალეს? ყველაფერი გვახსოვს. ამიტომ ძალიან რთულია ამ ადამიანებმა ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge