png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამშვიდობო გეგმები, რომლებიც რუსეთს გამორიცხავს, შედეგს არ მოიტანს - ერდოღანი

  • პოლიტიკა
  • 13.03.2024
  • 01:53
სამშვიდობო გეგმები, რომლებიც რუსეთს გამორიცხავს, შედეგს არ მოიტანს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯერ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ომის ესკალაცია უკრაინაში და შესაძლო კონფლიქტის გავრცელება ნატო-ს ქვეყნებში.

ამის შესახებ ერდოღანმა უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს მუშაობას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე, რომელსაც თურქეთმა გაერო-სთან ერთად კიევსა და მოსკოვს შორის მიაღწია.

„ვუჭერთ რა მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა ერდოღანმა და ამით, მან შვეიცარიაში წელს დაგეგმილი გლობალური „სამშვიდობო სამიტი“ იგულისხმა.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ანკარას აზრით, „თავიდან უნდა იქნას აცილებული რეგიონში კონფლიქტების გამწვავება, რომლებიც შესაძლოა, გავრცელდეს ნატო-ს ქვეყნებზეც, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.

გასულ კვირას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, კვლავ შესთავაზა თურქეთი, როგორც კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პლატფორმა. ასევე განაცხადა, რომ  მათ შორის "სამშვიდობის სამიტზე" აუცილებელია რუსეთის მონაწილეობა. ამასთან დაკავსირებით, ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ ვერ ვხედავთ, რუსეთის წარმომადგენლებს ამ სამიტზე, ჩვენ ვერ ვხედავთ, რა მიზნით შეიძლება მოიწვიონ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანგრევენ და კლავენ. ჩვენ გვინდა მივიღოთ შედეგი: სამართლიანი მშვიდობა. უკრაინისთვის სამართლიანი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge