png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს - არჩილ თალაკვაძე

  • კომენტარები
  • 15.03.2024
  • 10:00
ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს - არჩილ თალაკვაძე

ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს, რომელთაც თავისი ქვეყანა ემეტებათ ომისთვის, რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ თაობების მიერ შეგროვილ ქონებას და ბიზნესებს, რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში 300 ათასი ადამიანი ისე გაატარეს, რომ აქედან მინიმუმ 100 ათასს დარჩა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მინიმუმ 200 ათასს შემდეგ წლებში გაუჭირდა, რომ სამსახური ეპოვა და ის ტრავმა და სტრესი, რაც იქ განიცადა, გადაელახა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედი live”-ში განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდაზე საუბარი ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინარობა და პოპულიზმია - „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია არც ერთის პრობლემას განიცდის და არც მეორის, ორივეში საუკეთესოები ჰყავთ გუნდში.

არჩილ თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში მოქალაქეების კეთილდღეობისა და იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ უფრო მეტი დასაქმების შესაძლებლობა, უკეთესი სოციალური გარანტიები და რაც მთავარია, უსაფრთხოება და მშვიდობა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებაც კი არ ღირს, იმდენად დიდი კონტრასტია, თუ რა იყო მაშინ, როცა ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება ამ მიმართულებით და რა არის დღეს. ფასების ზრდაზე საუბარი ეს არის ერთი მხრივ ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინარობა და მეორე მხრივ, პოპულიზმი. არც ერთის პრობლემას განიცდის „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია და არც მეორის. შეიძლება ითქვას, რომ ორივეში საუკეთესოები ჰყავთ ახლა გუნდში. რაც შეეხება კეთილდღეობას და ფასებს - ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს, რომელთაც თავისი ქვეყანა ემეტებათ ომისთვის, რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ თაობების მიერ შეგროვილ ქონებას და ბიზნესებს, რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში 300 ათასი ადამიანი ისე გაატარეს, რომ აქედან მინიმუმ 100 ათასს დარჩა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მინიმუმ 200 ათასს შემდეგ წლებში გაუჭირდა, რომ სამსახური ეპოვა და ის ტრავმა და სტრესი, რაც იქ განიცადა, გადაელახა. ის ადამიანები ხომ ოჯახის წევრები იყვნენ, მამები, მშობლები, ძმები? დღემდე, წლების შემდეგაც კი, არაერთ ადამიანს, ვინც ის რეჟიმი გამოიარა, ათი ათასობით ლარი დასჭირდა, ჯანმრთელობა რომ აღედგინა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge