png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იენს სტოლტენბერგის ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა, მისი ლიდერობით ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 18.03.2024
  • 15:48
იენს სტოლტენბერგის ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა, მისი ლიდერობით ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად - ირაკლი კობახიძე

იენს სტოლტენბერგის ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა, მისი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. 

 „მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 

 ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატოს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.  

თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. 

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge