png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი, შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული იმისთვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს - იენს სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 18.03.2024
  • 15:59
ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი, შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული იმისთვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს - იენს სტოლტენბერგი

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საჭიროებებზე მორგებული ცალკეული პროგრამები იქნება, რათა ალიანსთან საქართველო უფრო დაახლოვდეს.

"საქართველო არის ერთი ერთი უახლოესი პარტნიორი ნატო-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენ მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და ნატო აგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების აღიარების მოთხოვნა. და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა, არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამის წინაშე იმყოფება ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მე მივესალმები, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ეს მოვლენები შეწყვიტოს.  შავი ზღვის უსაფრთხოება არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატოსთვის, რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღავში. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალურ სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა.  ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული იმისთვის რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ბათუმის სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში და ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის, ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ ხელდახელ ვივლით წინ ნატო-ს მიმართულებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, ბატონო პრემიერო კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის, ნატო-ს საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. [სინქრონული თარგმანი].

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge