png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები - ეკა სეფაშვილი

  • პოლიტიკა
  • 19.03.2024
  • 13:55
ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები - ეკა სეფაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების რიტორიკა საუკეთესო შემთხვევაში აგებულია ტყუილზე და როგორც წესი, მიზნად ისახავს ქვეყნის მავნებლობას. მათ საქმიანობას თუ გადავხედავთ, ეს არის ქვეყნის ღალატისკენ მიმართული დაუსრულებელი ქრონიკა. ასე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ვალი და  ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, რომლებიც თავს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიად ასაღებდა - „ლელო“ იქნება, „გახარია“,  „გირჩი“ თუ სხვა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა  ეკა სეფაშვილმა.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის აღნიშნული წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და მათი ნარატივი თავიდან ბოლომდე აგებულია ტყუილზე, ფაქტებით მანიპულაციასა და დემაგოგიაზე.

„მათი გასამართლება მთელი საზოგადოების ინტერესშია იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელმაც სისტემურ დანაშაულებს ჩაუყარა საფუძველი, დღემდე აგრძელებს მავნებლობას და დღემდე ცდილობს ქვეყანას ავნოს, ქვეყანას ავნოს იმ ტყუილი განცხადებებით, როგორიცაა მაგალითად,  ვითომ რომ ქვეყანა არის „შავი ხვრელი“ სანქციებისაგან თავის არიდების  მცდელობაში, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად აბსოლუტურად და ცალსახად დადგინდა, რომ საქართველო გვერდს არ უვლის სანქციებს და არც სხვას აძლევს ამის საშუალებას. ცდილობენ ფაქტებით მანიპულირებას და ქვეყნის ომში ჩართვას დემაგოგიის  და სხვადასხვა ტყუილის გავრცელების გზით, ისეთით, როგორიცაა, მაგალითად: ხალხის გაჭირვებაზე აპელირება და ვითომ მათ გასაჭირზე წუხილი. სინამდვილეში, მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის განვითარება და არც ხალხის გასაჭირი. ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ ეს არის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა, იმიტომ რომ ლეგიტიმურად, არჩევნების გზით მათ  შანსი არ აქვთ შეცვალონ ხელისუფლება. ასე, რომ ჩვენი მისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ამ რეჟიმის გასამართლება.  არჩევნებამდე მოხდება ეს თუ არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება სალომე ზურაბიშვილის ქმედებაზე - შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ანუ დაავალებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. უნდა დამთავრდეს ეს ტყუილი, რომელიც მიმართულია ქვეყნის არევისკენ. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს რეალური ოპოზიცია, რომელსაც მართლა აინტერესებს ქვეყნის განვითარება და იზრუნებს სწორედ იმ სოციალური სერვისების განვითარებაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ჩვენთან ერთად, განსაზღვრავს და ვახორციელებთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge