png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.03.2024
  • 12:30
კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია არის დამნაშავე, არსებობდა მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა შექმნილიყო რადიკალური დღის წესრიგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან. შემდეგ ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. ვნახეთ, რომ მან ვერც კი გაბედა, აეხსნა, რა იყო შეწყალების საფუძველი. ვნახეთ გამოხმაურებები ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იწონებდნენ, როგორც დეპოლარიზაციის ნაწილს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი, არანაირი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო. ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა, ალბათ ახლა სტრასბურგის სასამართლოს ვეტინგს მოითხოვს, იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება და სასამართლოს მთლიანად გაყრიან და მოიყვანენ თავის მოსამართლეებს. ეს ადამიანი გარეთ გამოაყვანინა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე.

„სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და ამ საქმესთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ რაც ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე; დადასტურდა, რომ იყო მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა რამენაირად არეულიყო, ის ყოფილიყო რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი. ვნახეთ კიდევაც ეს, რომ საბოლოო ჯამში ამ ძალებმა გააერთიანეს ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ორი კრიმინალი, რომლებიც, ორივე, უცხოეთიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის შედეგად არის გარეთ. ორივე შემთხვევაში გვიმტკიცებდნენ უცხოეთიდან, რომ ამ ორი კრიმინალის გარეთ გამოსვლის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ვხედავთ, მათი დღის წესრიგი რა არის, ისინი თავს ესხმიან სასამართლოს და მართლმსაჯულებას, ისინი თავს ესხმიან იმ კურსს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მხრივ. ჯერ კიდევ ეს არის ჟურნალი, კინო წინ არის, ვნახავთ ამ ორ რადიკალს, რომ ზუსტად იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge