png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ისტერიული კამპანია არავის გამოუვა, შეავსონ დეკლარაცია - მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე

  • პოლიტიკა
  • 03.04.2024
  • 11:39
ისტერიული კამპანია არავის გამოუვა, შეავსონ დეკლარაცია - მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ისტერიული კამპანია არავის გამოუვა, თქვან, რა არის იმაში პრობლემა, რომ შეავსონ დეკლარაცია, – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„ოპონენტები ისევ შერაცხავენ რუსულად, რადგან მათ დღემდე არ მოუშლიათ ტერმინი რუსული კანონი. გუშინაც, გუშინწინაც ეს ბევრჯერ ახსენეს. დღემდე რჩება სიყალბე, რაც საუკუნის აფიორის სახით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში და რამაც ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.

ამიტომ, ახლა მოუწევთ არა უბრალოდ რუსული კანონის ძახება, არამედ საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა. რა არის რუსული ან რა პრობლემაა, რომ წელიწადში ერთხელ უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ და არა რომელიმე კერძო პირმა, როგორც საზოგადოებას ატყუებდნენ, ისევე შეავსოს დეკლარაცია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი ავსებს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ეწერა და წერია ამ კანონში. კანონში წერია და ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მედიასაშუალებას, „ენჯეოს“ 20%-ზე მეტი თუ აქვს უცხოური დაფინანსება, მომდევნო წლის იანვარში უწევს დეკლარაციის შევსება, შეტანა საკუთარი ანგარიშების – რა მიიღო და რაში დახარჯა. ამ კანონში მეტი არაფერი წერია. ამას თუ არ გააკეთებენ, ჯარიმდებიან გარკვეული თანხით. სხვა დათქმა კანონში არაფერია. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შევსებაზე. ეს საზოგადოებამ დღემდე არ იცის, ბევრმა ადამიანმა დღემდე არ იცის, რომ იანვარში უნდა შეავსოს დეკლარაცია, თუ 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას მიიღებს. უნდა შეავსოს დეკლარაცია, რა დაფინანსება მიიღო შარშან და რაში დახარჯა. სულ ეს არის კანონის არსი. ერთადერთი, რაც შეიცვალა ამ კანონში, არის ის, რომ სიტყვა უცხოური გავლენის „აგენტი“ ჩანაცვლდა და გაკეთდა ჩანაწერი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ. სხვა არაფერი შეცვლილა, რადგან შესაცვლელიც არაფერია. ანალოგიური კანონპროექტები განიხილება უკვე ევროკავშირში. იცით, რომ ევრორეკომენდაციაა და ევროკავშირმა უკვე ევროპარლამენტს მიაწოდა თავისი დადებითი დასკვნა და უკვე ევროპარლამენტში განიხილება. საფრანგეთმა დაიწყო განხილვა და სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს.

ახლა ეს ისტერიული კამპანია არავის გამოუვა. მოვიდნენ და თქვან, რა არ მოსწონთ, საგნობრივ დისკუსიაში შემოვიდნენ. რა არის იმაში პრობლემა, რომ ყოველ წელს, იანვრის თვეში შეავსონ დეკლარაცია, წარმოადგინონ ხარჯები, შემოსავლები და დაფინანსების წყაროები. მეტს ეს კანონი არაფერს ითვალისწინებს და დღემდე, დარმწუნებული ვარ ეს ამბავი ბევრმა ადამიანმა არც იცოდა. ახლა შემოვიდნენ საგნობრივ დისკუსიაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge