png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ - რასა იუკნევიჩიენე

  • პოლიტიკა
  • 23.04.2024
  • 15:52
საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ - რასა იუკნევიჩიენე

მე მაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში მაინც ვნახავთ საქართველოს წარმომადგენლებს ევროპარლამენტში - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.

"მე სამი ძირითადი გზავნილი მაქვს, რომლებიც აქ მინდა გავახმოვანო. პირველი გზავნილი მაქვს ქართველი ხალხისადმი. საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ გაიწმინდოს კრემლის აგენტებისგან და არა სხვა, გამოგონილი აგენტებისგან. მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ, რადგან ეს არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ.

მეორე გზავნილი მაქვს საქართველოს ოპოზიციისადმი და იმ საზოგადოებისადმი, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს. თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა. მე არ მინდა ისე გამიგოთ, რომ ჭკუას გასწავლით, რადგან თქვენს ქვეყანას თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს მართლაც ეგზისტენციალური პერიოდი დგას რეგიონისთვის და საქართველოსთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ვერავინ იქნება უფრო ქართველი, ვიდრე თავად ქართველები.

მესამე გზავნილი: ჩვენ ვიხილეთ, რომ ბოლო წლებში კრემლი ძალიან გააქტიურდა ე.წ. ახლო საზღვარგარეთში. მე მძულს ეს ტერმინი, მაგრამ ასე უყურებენ სამყაროს კრემლში. ჩვენ ცოტა ხნის წინ, ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის, რაც შოკისმომგვრელი ამბავი იყო, თუმცა არც თუ ისე მოულოდნელი სიახლე მათთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს. ჩვენ ასეთივე გზავნილებს ვისმენთ მოლდოვის ოპოზიციისგან, რომელიც მოსკოვიდან იმართება და ჩვენ კრემლის ასეთ ნაბიჯებს ვხედავთ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ყირგიზეთია, სადაც ასეთივე კანონი მიიღეს. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა მარიონეტული ხდება. ვწუხვარ, ასეთი ტერმინების გამოყენება რომ მიწევს, მაგრამ დღეს ისეთი დრო დგას, როდესაც ყველამ პირდაპირ და ნათლად უნდა ვისაუბროთ და ეს ჩვენც გვეხება, რადგან ჩვენ ვხედავთ, როგორც ცდილობს კრემლი ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას. 

და ბოლოს, მინდა გამოსვლა ერთი ამერიკული ანდაზით დავასრულო: „თუ ეს დადის იხვივით და ლაპარაკობს იხვივით, ესე იგი ეს იხვია“. აღნიშნა იუკნევიჩიენემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge