png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზურაბ ჯაფარიძეს ერთი დღე არ უომია, პატივს არ სცემს მშობლებს, ეკლესიას, მტერთან მივიდა და ჩაიხადა, ამას მისდევთ თქვენ? უსამშობლოები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოგიყენონ - ირაკლი ზარქუა ახალგაზრდებს

  • პოლიტიკა
  • 08.05.2024
  • 16:33
ზურაბ ჯაფარიძეს ერთი დღე არ უომია, პატივს არ სცემს მშობლებს, ეკლესიას, მტერთან მივიდა და ჩაიხადა, ამას მისდევთ თქვენ? უსამშობლოები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოგიყენონ - ირაკლი ზარქუა ახალგაზრდებს

„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ავალდებულებს მხოლოდ იმას, რომ უცხოური დაფინანსების 20 პროცენტზე მეტის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ განახორციელონ ფინანსების დეკლალირება.

მისი თქმით, კანადა საქართველოს კანონზე უფრო მკაცრი კანონის მიღებას აპირებს და საინტერესოა, გააპროტესტებენ თუ არა აღნიშნულს კანადის საელჩოსთან.

„კანადამ დააანონსა კანონპროექტი, რომელშიც პირდაპირ წერია, გავლენის აგენტების შესახებ რეესტრს ქმნიან. ჩვენზე უფრო მკაცრია. როგორ, კაცო, ეს რუსული კანონი კანადამ როგორ უნდა მიიღოს, აბა, ჯაფარ, სად ხარ? გვარამია, ახლა გამოდი, ხაბე არ შეაწუხოთ, დანარჩენი ვინც ხართ, კანადის საელჩოსთან უნდა წავიდეთ. გავაპროტესტოთ, რუსულ კანონს იღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორი. რა სამარცხვინოები ხართ, ხედავთ? რატომ არ აპროტესტებთ? საფრანგეთი გაგვექცა, ეს კანონი უკვე მიიღო, ახლა კანადა იღებს. რუსულ კანონს როგორ იღებს?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას თქმით, უსამშობლო ადამიანები ახალგაზრდებს იყენებენ.

„მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, ახლა მაინც ხვდებით? კანადა, რომელიც სხვა კონტინენტია, სად ევროპა და სად კანადა, უძლიერესი სახელმწიფოა, ისიც კი მიხვდა, რომ თავისი ქვეყანა და ხალხი უნდა დაიცვას უცხოური გავლენისგან. მათ შორის „უცხოელი გავლენის აგენტების“ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ამერიკული და ევროპული კომპანიებიც. ერთმანეთისთვის პარტნიორები არ არიან? ეს ერთმანეთს როგორ აკადრეს? ხედავთ, ორმაგ სტანდარტს ბოლო არ უჩანს. ახლა გამოდით და გააპროტესტეთ. ზურაბ ჯაფარიძეს ერთი დღე არ უომია. ის არ არის მებრძოლი და პატრიოტი. პატივს არ სცემს მშობლებს, ეკლესიას, საკუთარ წინაპრებს. ასეთი კაცის დაჯერება როგორ შეიძლება, როგორ შეიძლება, მას ენდო. მტერთან მივიდა და ჩაიხადა, ამას მისდევთ თქვენ? ეს არის თქვენთვის სამაგალითო? ის თავის საქმეს აკეთებს, მას უნდა რევოლუცია, რადგან ზუსტად იცის, რომ ასეთნაირ ჩახდილებს საქართველოში მხარდამჭერი არასდროს ეყოლება. ის და მისნაირები, უსამშობლოები ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენ გამოგიყენონ. ეს კინო არაერთხელ გვაქვს ნანახი, 2003 წელს. შემდეგ მოისროლეს ახალგაზრდები და ზოგი ჩახოცეს, ციხეებში გამოამწყვდიეს. იგივე სცენარია და არ დავანებებთ ამ ქვეყანას. ახალგაზრდებს მივმართავ, უსამშობლოებს არც თქვენს თავს დავანებებ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge