primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ეს არის შავი სიის, მტრების სიის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს, ჩვენ ვართ დიქტატურის ეპოქაში - ნიკა გვარამია

  • კომენტარები
  • 08.05.2024
  • 16:40
ეს არის შავი სიის, მტრების სიის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს, ჩვენ ვართ დიქტატურის ეპოქაში - ნიკა გვარამია

ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელიც თან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს როგორც ჩანს, - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ მონაცემთა ბაზის შექმნას ეხმიანება.

"ის, რასაც ოცნება აკეთებს 37 წელი, არის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა. წარმოუდგენელი რამეა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელიც თან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს როგორც ჩანს. შეუძლებელია უბრალოდ ვილაპარაკოთ ქვეყანაზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ჰყავს, რომ ის დაუახლოვდება ევროპას რამით. ეს არის შეუძლებელი აბსოლუტურად. ეს არ მომხდარა ბოლო პერიოდში არსად რუსეთის და ბელორუსის გარდა. რუსეთშიც, სხვათა შორის, ამგვარი სიები შედგა აგენტების შესახებ კანონის მიღებიდან წლების შემდეგ და ამათ ჯერ კანონი არ მიუღიათ, უკვე სიას ადგენენ. 

წინმსწრებ მოვლენებს თუ განვიხილავთ, რაღაცა სამარცხვინო ფეიკი ჩანაწერების გამოგდებას, მათ შორის, ჩემსას და რეკვებს კიდე სხვადასხვა "ქვეყნიდან", უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ დიქტატურის ეპოქაში, ჩვენ ვართ ძალადობრივი რეჟიმის პირობებში და მხოლოდ დროის საკითხია იმის გადაწყვეტა, ჩვენ ვიმარჯვებთ ამ ქვეყანაში და დასავლეთში მივდივართ, თუ რუსეთი იმარჯვებს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელით და ვეღარსად ვეღარ მივდივართ, მივდივართ მხოლოდ უკან. ეს არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი, დასავლეთი ჩვენ მაქსიმალურად დაგვეხმარება თავისი განცხადებებით, თავისი ზეწოლით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგრამ დანარჩენი, მთავარი ნაწილი არის ჩვენი გასაკეთებელი,"  - ამბობს ნიკა გვარამია. 

 დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge