პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა სმოლენკსის ავიაკატასტროფას ტერაქტი უწოდა
- მსოფლიო
- 14.03.2016
- 12:18
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა სმოლენკსის ავიაკატასტროფას, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ემხვერპლა, ტერაქტი უწოდა. ამის შესახებ პოლონური მედია იტყობინება.
”სმოლენსკის კატასტროფის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთი, ჩვენს თვალწინ განვითარებული თანამედროვე კონფლიქტის ფარგლებში, ტერორიზმის პირველი მსხვერპლი გახდა”, - განაცხადა მინისტრმა.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ტუ-154მ სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 88 მგზავრი და ეკიპაჟის რვავე წევრი გარდაიცვალა. მათ შორის ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200