png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოსკოვი კვლავ ცდილობს ჩაშალოს სამშვიდობო სამიტი, ზეწოლას ახდენს ქვეყნებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 30.05.2024
  • 10:57
მოსკოვი კვლავ ცდილობს ჩაშალოს სამშვიდობო სამიტი, ზეწოლას ახდენს ქვეყნებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ ცდილობს ჩაშალოს მომავალ თვეში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრემლი ახდენს ზეწოლას ქვეყნებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს.

ზელენსკის სურს შვეიცარიაში 15-16 ივნისის სამიტმა შექმნას საერთო ფრონტი გლობალური საზოგადოებისთვის, რათა წინ წაიწიოს მისი "მშვიდობის ფორმულა", რომელიც ეფუძნება რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნებს და უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენას.

ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მსოფლიოს რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ამჟამად დაახლოებით 100 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს კონფლიქტის მოგვარების გლობალურ ძალისხმევაში.

”რუსეთი ვეღარ შეძლებს სამიტის ჩაშლას, თუმცა ის ძალიან ცდილობს ამის გაკეთებას”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

„ის ზეწოლას ახდენს ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყნებს დესტაბილიზაციით. და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმისა, რომ მსოფლიომ ძალიან დიდი დრო დაუთმო ტერორისტულ სახელმწიფოს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინის მთავრობის, პარლამენტის და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მონაწილე ქვეყნების მაქსიმალური რაოდენობა და სამიტი "ნამდვილად ეფექტური იყოს რეალური მშვიდობის დასაახლოებლად".

შვეიცარიამ, რომელიც ამ სამიტის მასპინძელია, რუსეთი არ მაიწვია სამიტზე, მოსკოვი კი  მისი მონაწილეობის გარეშე ღონისძიების გამართვას აზრსმოკლებულად მიიჩნევს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge