png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა "მეტი მეტისთვის" დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ "ნაკლები ნაკლებისთვის" - პაველ ჰერჩინსკი

  • პოლიტიკა
  • 06.06.2024
  • 18:19
ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა "მეტი მეტისთვის" დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ "ნაკლები ნაკლებისთვის" - პაველ ჰერჩინსკი

ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა "მეტი მეტისთვის" დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ - "ნაკლები ნაკლებისთვის", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სტუდენტებთან შეხვედრისას. განაცხადა.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მუშაობისას ყოველთვის მივდევდით ფილოსოფიას "მეტი მეტისთვის". ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. როდესაც პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ, მაშინვე ვცდილობთ ისე გაკეთებას, რომ ეს პოზიტიური რეფორმები საქართველოში დაჯილდოებულ იქნას. ყოველი პოზიტიური ნაბიჯი იქნება უფრო და უფრო მეტი ჩართულობა ჩვენი მხრიდან. და ეს იყო ფილოსოფია, რომელიც გასულ კვირამდე გამოიყენებოდა ჩვენს EU-საქართველოს ურთიერთობებში. და მე აღვნიშნე, რომ ეს იყო დიდი სინანული. და ახლა რისკის ქვეშ ვდგავართ, რომ ფილოსოფიიდან "მეტი მეტისთვის" გადავიდეთ სრულიად სხვა ფილოსოფიაზე "ნაკლები ნაკლებისთვის". ძირითადად არის რაღაცები, რაც არ მოგვწონს და ახლა ვუყურებთ, სად გავწყვეტთ, სად შევზღუდავთ, სად უკან დავიხევთ და სად გავართულებთ. და როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში ვამბობ, რომ ეს გულდასაწყვეტია, რადგან ძალიან ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა "მეტი მეტისთვის" დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ - "ნაკლები ნაკლებისთვის"...

მე არა ერთხელ განმიცხადებია და გადამიცია შესაბამისი მოწოდებები ევროკავშირშიც, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და საფასური გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პირიქით, ისინი აპროტესტებდნენ [რუსულ კანონს] და ამ პროტესტს ჩვენ ახლაც ვხედავ. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, აქ თამასა მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა კონსენსუსით უნდა მიიღონ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სახელებს. ეს სახელები კი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ, რომელსაც ყველა უნდა დათანხმდეს. მე თუ შემეკითხებით, ეს {ინდივიდუალური სანქციების დაწესება} ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი."{ფორმულა}

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge