პაკისტანში წყალდიდობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 14.03.2016
- 13:21
პაკისტანში წყალდიდობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სტიქიური უბედურების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.
გადაუღებელი წვიმები გასულ კვირას ბელუჯისტანის პროვინციაში დაიწყო, შემდეგ კი ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდა.
ბელუჯისტანის გარდა სტიქიას პენჯაბისა და ჰაიბერ-პახთუნხვას პროვინციაშიც ემსხვერპლნენ.
დაშავებულია 80 ადამიანი, დანგრეულია 75 სამეურნეო ნაგებობა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200