primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობა - თინა ბოკუჩავა

  • პოლიტიკა
  • 22.07.2024
  • 12:43
ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობა - თინა ბოკუჩავა

ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად.

„გუშინ დავბრუნდი უმნიშვნელოვანესი ვიზიტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მილუოკში დავესწარი რესპუბლიკური პარტიის კონგრესს. 

ეს იყო რესპუბლიკური პარტიის ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ყრილობა, რომელსაც 50 000 რესპუბლიკელი ესწრებოდა, სადაც საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იყო წარმოდგენილი.

სწორედ იქ დასახელდა დონალდ ტრამპი ოფიციალურად როგორც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი

მინდა თამამად განვაცხადო, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიფი მტკიცედ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს.

აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვმარტო, რომ ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა.

ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს - ჯო უილსონს ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ.

ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა - დემოკრატებისგან, ისევე როგორც რესპუბლიკელებისგან. შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა აშშ-ში ხელისუფლების ცვლილებით, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით და ივანიშვილის ანტი დასავლური და ანტი ამერიკული ხელისუფლების ჩანაცვლებით დემოკრატიული პროდასავლური, პროამერიკული და პროევროპული კოალიციური მთავრობით.

მეტიც, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ყრილობაზე გამოსვლაში ისაუბრა რუსეთის შემოჭრაზე საქართველოს ტერიტორიაზე და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა იქნება ძალიან მკაცრი რუსეთის მიმართ. შეუძლებელია დონალდ ტრამპის და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, მაშინ როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი ძლიერი ამერიკის და შესაბამისად, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია.

მეტიც, დონალდ ტრამპი იქნება შეუწყნარებელი ჩინეთის გავლენების გაძლიერების მიმართ, მაშინ როდესაც ივანიშვილმა ამერიკელები განდევნა ანაკლიის პორტიდან და შავ ზღვაზე სტრატეგიული პორტის მშენებლობა და შესაბამისი გავლენა ამერიკელების მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას გადაულოცა.

ერთადერთი შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის, არის სწორედ ხელისუფლების ცვლილება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას და არ ირწმუნებს იმ ტყუილს, რომლის ტირაჟირებასაც ივანიშვილის და მისი პროპაგანდისტული არხები ცდილობენ.

მერწმუნეთ, შეუძლებელია ამ და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით აშშ-თან ურთიერთობის აღდგენა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების გარეშე.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge