png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს დარჩეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრად, რომლებიც მას ასე არ მოსწონს? რატომ არ ქმნის ორბანი ამ ტიპის ალიანსს პუტინთან და სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოსთან? - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

  • მსოფლიო
  • 29.07.2024
  • 00:49
არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს დარჩეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრად, რომლებიც მას ასე არ მოსწონს? რატომ არ ქმნის ორბანი ამ ტიპის ალიანსს პუტინთან და სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოსთან? - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეოფილ ბარტოშევსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ გამოთქვა ეჭვი უნგრეთის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის აუცილებლობაზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორბანისგან განსხვავებით, მისი ქვეყანა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, არ ეწევა ბიზნესს რუსეთთან, „რადგან ეს იყო თავდასხმა როგორც პოლონეთზე, ასევე შეერთებულ შტატებზე, ევროკავშირსა და ნატო-ზე.”

ბარტოშევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორბანის გამოსვლას ბუდაპეშტში აშშ-ის საელჩოში უკვე ძალიან უარყოფითად გამოეხმაურნენ.

„მე ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს დარჩეს იმ ორგანიზაციების წევრად, რომლებიც მას ასე არ მოსწონს და რომლებიც, სავარაუდოდ, მას ცუდად ექცევიან, რატომ არ ქმნის ის (ორბანი) ამ ტიპის ალიანსს პუტინთან და ზოგიერთ ავტორიტარულ სახელმწიფოსთან?

ეს არის პრინციპი, რომ თუ არ გინდა იყო რომელიმე კლუბის წევრი, ყოველთვის შეგიძლია ის დატოვო. ეს არის, რა თქმა უნდა, ამ დროისთვის  ანტიევროპული, ანტიუკრაინული, ანტიპოლონური პოლიტიკა {უნგრეთის} “.

ბარტოშევსკიმ გაიხსენა, რომ უნგრეთი ასევე ბლოკავს ორ მილიარდ ზლოტს (467 მილიონი ევრო) ევროპული მშვიდობის ფონდიდან, რომელიც პოლონეთისთვის არის განკუთვნილი ევროკავშირისგან სამხედრო აღჭურვილობის ანაზღაურებისთვის, რომელიც უკრაინამ მიიღო.

ერთი დღით ადრე, რუმინეთის საკურორტო ქალაქ ბეილე ტუსნადში, ტუშვანოშის საზაფხულო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პოლონელები ყველაზე თვალთმაქცურ და ფარისევლურ  პოლიტიკას ატარებენ მთელ ევროპაში, რადგან უსირცხვილოდ ეწევიან ბიზნესს რუსეთთან.

ვარშავასა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები გაცივდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეჭრისადმი დამოკიდებულების განსხვავებულობის გამო. თუმცა, აქამდე ორბანს საკუთარი თავისთვის პოლონეთის მიმართ ასეთი ღია კრიტიკის უფლება არ მიუცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge