png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვერ ვიჯერებ, ახლაც მგონია, რომ ომსკში ჩემს საკანში მძინავს - ვლადიმირ კარა-მურზა

  • პოლიტიკა
  • 02.08.2024
  • 14:43
ვერ ვიჯერებ, ახლაც მგონია, რომ ომსკში ჩემს საკანში მძინავს - ვლადიმირ კარა-მურზა

2 აგვისტოს ღამეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ვიდეო ოვალური კაბინეტიდან. მასში ნაჩვენებია სატელეფონო საუბრები, რომელიც  გაცვლის ფარგლებში რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლებულ ადამიანებსა და მათ ახლობლებს შორის.

ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობენ ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი (სამივე აშშ-ის მოქალაქეა) და პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა (მას აქვს მწვანე ბარათი). საუბრის დროს ისინი იმყოფებოდნენ აშშ-ში მიმავალ თვითმფრინავში.

ოჯახთან საუბრისას კარა-მურზამ თქვა, რომ არ სჯეროდა იმის, რაც ხდებოდა:

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხეში მოვკვდებოდი. ვერ ვიჯერებ იმის, რაც ხდება. ახლაც მგონია, რომ ომსკში ჩემს საკანში მძინავს, იმის ნაცლად,რომ შენს ხმას მოვუსმინო.

მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ შეასრულეთ შესანიშნავი სამუშაო, გადაარჩინეთ ამდენი სიცოცხლე. მგონი, ამ თვითმფრინავში 16 ადამიანი ვართ. მე არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ბევრი რამ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიცოცხლის გადარჩენა“.

ბოლომდე გაურკვევლია, გათავისუფლების შემდეგ სად წავიდა ვლადიმორ კარა-მურზა.

ვლადიმირ კარა-მურზას სახელმწიფო ღალატისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 2023 წლის აპრილში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ბრალდებებს უარყოფდა და სასამართლოს სტალინური პერიოდის გასამართლებებს ადარებდა.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. საერთო ჯამში, გაცვლაში მონაწილეობა მიიღო 26 ადამიანმა: 10 გათავისუფლებული დაბრუნდა რუსეთში, 13 გაფრინდა გერმანიაში და სამი აშშ-ში.

რუსეთმა პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა 16 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი.

გათავისუფლებულთა შორის არიან რუსი ოპოზიციონერები ვლადიმირ კარა-მურზა და ილია იაშინი, ასევე ქსენია ფადეევა, ანდრეი პივოვაროვი, ალსუ კურმაშევა, ოლეგ ორლოვი, საშა სკოჩილენკო, დიტერ ვორონინი, კევინ ლიკი, რიკო კრიგერი, პატრიკ შებელი, გერმანი მოიჟესი და ვადიმ ოსტანინი.

რუსეთის საპატიმროებში უკანონოდ დატყვევებული უფლებადამცველების, ოპოზიციონერების და ამერიკელი საზღვაო ქვეითების სანაცვლოდ, დასავლეთმა რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, ФСБ-ის ოფიცერი, რომელმაც 2019 წელს ბერლინის ცენტრში მოკლა ჩეჩენთა საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი.

რუსეთს ასევე გადაეცა სლოვენიაში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებულები ანა და არტემ დულცევები, ნორვეგიიდან მოსკოვს გადაეცა მიკაილ მიკუშინი, პოლონეთიდან - პაველ რუბცოვი, აშშ-დან - რომან სელეზნევი, ვლადისლავ კლიუშინი და ვადიმ კონოშჩენკო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge