png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

  • პოლიტიკა
  • 05.08.2024
  • 11:05
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცლებს.

უწყების ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ასევე, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრ მონაცემთა ცენტრს, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიებს.

გარდა ამისა, ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ასევე გაჩნდება საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე როგორც რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიური ცენტრი.

"ქუთაისი და ყოფილი პარლამენტის შენობა იდეალური ადგილია, რათა ამოქმედდეს რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბი. სიახლოვე, ერთი მხრივ, საერთაშორისო აეროპორტთან და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, მეორე მხრივ კი უნიკალური ფართი ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, ძალიან მალე ქუთაისს გადააქცევს სამეცნიერო - ტექნოლოგიურ და IT - ბიზნესის მიზიდულობის ცენტრად. შედეგად, ქუთაისი და ზოგადად იმერეთის მხარე მიიღებს დამატებით ინვესტიციებს, მათ შორის, არაპროფილურ ბიზნესებში, სერვისის ინდუსტრიებში, ახალ სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია, განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს.

2014 წელს, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში. დღეს საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა 9 ტექნოპარკი, რაც ერთი ფანჯრის პრინციპით ინოვაციური იდეების მქონე საქართველოს მოქალაქეებს კომერციალიზაციაში ეხმარება. ტექნოლოგიური ჰაბის სწორედ რეგიონში გახსნა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს და შედეგად, მივიღებთ ტექნოლოგიურად უფრო მეტად განვითარებულ რეგიონებს, უკეთ მომზადებულ კადრებს და მეტ ტექნოლოგიურ ბიზნესებს, რაც ცალსახად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე მთლიანად გლობალურ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განვითარების საწყის ეტაპზევე დიდია დაინტერესება IT ბიზნესის მხრიდან, რათა გახსნან წარმომადგენლობები დიდი შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგიურ ჰაბში. მოსალოდნელია, რომ პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე ასეთი დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზრდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge