primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

„ლადო პაპავასთან ერთად თანამდებობა თამარ სანიკიძემ უნდა დატოვოს!“ – ირაკლი ღლონტი

  • საზოგადოება
  • 14.03.2016
  • 15:04
„ლადო პაპავასთან ერთად თანამდებობა თამარ სანიკიძემ უნდა დატოვოს!“ – ირაკლი ღლონტი
„რეფორმატიორების" თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ეხმიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და განცხადებას ავრცელებს. ირაკლი ღლონტი რექტორს სუსტ მენეჯმენტში ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდომარე ლადო პაპავას და განათლების მინისტრს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს, რადგან მიიჩნევს, რომ სტუდენტებისთვის არაავტორიტეტული პირები თანამდებობაზე არ უნდა რჩებოდნენ. 
„ვუყურებ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად ჩამოყალიბებულ სტუდენტებს, ეს უკვე ტრაგედიაა. ვფიქრობ, ამაში დამნაშავეა ყველა ის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებული იყო უნივერსიტეტის ეფექტური მენეჯმენტის წარმართვაზე. 
მე თვითონ ვსწავლობდი უნივერსიტეტში, რომლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტუდენტებისთვის შექმნილიყო ჯანსაღი გარემო სწავლა–განათლების მისაღებად და სტუდენტების პოლიტიკური ზეგავლენისგან დასაცვად, ეს იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ), რომლის რექტორის, ბატონი გურამ თავართქილაძის უშუალო დამსახურებით, უნივერსიტეტი და მისი არც ერთი სტუდენტი, არასდროს  მოვქცეულვართ არც ერთი სახელისუფლებო დაწესებულებისა, თუ პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. 
მე თვითონ გახლდით ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და არასდროს ჩავრთულვართ პოლიტიკურად მართულ პროცესებში, არასდროს დაგვჭირვებია საპროტესტო აქციების გამართვა. ეს არ იყო მარტივი, ამის გამო რექტორს მწვავე დაპირისპირებაც ჰქონდა ხელისუფლებასთან, თუმცა, ჩვენ სტუდენტები ვიყავით აბსოლუტურად დაცული. უნივერსიტეტი წინა ხელისუფლების დაპირისპირებას შეეწირა და ის რექტორის გარდაცვალების შემდეგ უკანონოდ თსუ–ს მიუერთეს, ასე დასაჯეს პოლიტიკისგან შორს მდგარი ცოდნის ტაძარი, თუმცა პოლიტიკური სიბინძურისგან ასე გადავრჩით ჩვენ. 
როცა მე მაქვს ღირსეული რექტორის მაგალითი, ვერ ვპატიობ თსუ–ს რექტორს სუსტ მენეჯმენტს და სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას დღევანდელ მწვავე პროცესთან მიმართებით, ლადო პაპავამ დღეს უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობიდან გადადგომას ვურჩევ ასევე მინისტრს, რომელსაც არ უსმენენ სტუდენტები, და მიმაჩნია, რომ სტუდენტებისთვის არაავტორიტეტულმა თანამდებობის პირებმა უნდა დატოვონ თანამდებობა. " – ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge