png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან "ნაცია", ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 12.09.2024
  • 10:20
ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან "ნაცია", ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ.

მისი თქმით, საქმე კონკრეტულ სეგმენტურ დანაშაულებს არ ეხება და აქცენტს 2008 წლის აგვისტოს ომზე აკეთებს.

"გაცილებით დიდი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ჩამოაყალიბეს ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ბევრი დანაშაული ჩაიდინა. ციხე დაამსგავსა სასაკლაოს, ბიზნესის რეკეტი და ა.შ მათ შორის, მთავარი დანაშაული არის, რაც ჩაიდინეს 2008 წელს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დამოკიდებულებაზე ისაუბრა, მისი თქმით, მათი განცხადებები პრიმიტიულ დონეზე დადის და ყველაფერი რაც ქართულია, მას რუსულს ეძახიან.

" რომ თქვან ლაშა ტალახაძე ძალიან მაგარი კაცია, ძალიან მაგარი სპორტსმენისა, ძალიან მაგარი პატრიოტია და იგივე ვიღაც რუსმა რომ გაიმეოროს იტყვიან აი, რუსებიც იმავეს ამბობენო - დაახლოებით, ასეთი პრიმიტიული ლოგიკის ფარგლებში არიან.

რეალურად, რაც არ უნდა რუსული ეძახონ პატრიოტულს ჩვენ ყოველთვის ვიტყვით, რომ ყველაფერი ქართული არის ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოსთვის და ეძახონ ამათმა რუსული. ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან ნაცია, ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი.

არც კანონია რუსული, არც ჩვენი ქმედებებია რუსული. მოსახლეობას შეგვიძლია ვუთხრათ დააკვირდნენ ვინ რას აკეთებს და მერე დააკვირდნენ ვინ რას ლაპარაკობს. ვინ რას აკეთებს, რა მოგვცა მათმა მმართველობამ, რა მივიღეთ და რა ხდება ჩვენი მმართველობის დროს", - განაცხადა მდინარაძემ „რუსთავის 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge