primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„ქართული ოცნება“ პანიკაშია, ბრიფინგი კარგად ასახავს როგორი გამწარებულია მდინარაძე, მისი განცხადება მოსკოვშია დაწერილი და იმეორებს კაგებე-ს პარანოიდულ მითს, თითქოს საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს - ანა ნაცვლიშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.10.2024
  • 14:58
„ქართული ოცნება“ პანიკაშია, ბრიფინგი კარგად ასახავს როგორი გამწარებულია მდინარაძე, მისი განცხადება მოსკოვშია დაწერილი და  იმეორებს კაგებე-ს პარანოიდულ მითს, თითქოს საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს - ანა ნაცვლიშვილი

მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და  იმეორებს კაგებე-ს პარანოიდულ მითს, თითქოს საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში ცდილობდა ქართული პოლიტიკური ველი ორპოლუსიანი ყოფილიყო.

დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური იმისა, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს. ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 16 დღეში მას აღარ ექნება ძალაუფლება, ამიტომაც არის „ქართული ოცნება“ პანიკაში. ბრიფინგი კარგად ასახავს როგორი გამწარებულია მდინარაძე და მთელი „ქართული ოცნება“ იმით, რომ „ძლიერმა საქართველომ“ ჩამოვუშალეთ საქართველოს წინააღმდეგ სქემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში იყენებდა.

ბიძინა და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ჰქონოდა ორად ორი არჩევანი – ან „ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩამოვშალეთ მათ მიერ შექმნილი ეს სქემა და საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევთ რეალურ შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე აირჩიონ წარსულის ნამდვილი, რეალური, ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ძალა, რომელიც არის ორიენტირებული ამ ქვეყნის მომავალზე და არა წარსულზე. ამიტომაც არიან გამწარებულები, ამიტომაც არიან პანიკაში, მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი. მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და  იმეორებს კაგებე-ს პარანოიდულ მითს, თითქოს, საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის კაგებე-ს მიერ შეთხზული ტყუილი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის აღარც ნდობა აქვს და აღარც ლეგიტიმაცია.

რაც სიმართლეა და რაც ძალიან აშფოთებს „ქართულ ოცნებას“ არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს „ძლიერი საქართველო“ და ოპოზიცია, ხოლო ხელისუფლებას ხალხის აღარც ნდობა აქვს და აღარც ლეგიტიმაცია. ამიტომაც არიან პანიკაში და დიახ, მდინარაძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, როდესაც ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და აირჩევს ან ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება რუსეთს და ამ ქვეყანას წარსულისკენ ექაჩება, ან აირჩევს მათ, ვისაც ამ ქვეყნის მომავლის და ძლიერი საქართველოს აშენება სურს.

ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით „ძლიერი საქართველოს“ გეგმაა, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ 9 ნაბიჯი და გავხადოთ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და დაცული შრომის პირობებით და ყველა ხანდაზმული ადამიანისთვის ვუზრუნველვყოთ 1000-ლარიანი პენსია. დარწმუნებულები ვართ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან ხელისუფლებას, რომელიც 12 წელია ატყუებს მათ, რომელმაც თავი დაამახსოვრა ქვეყნის ღალატით და შეუსრულებელი დაპირებებით და აირჩევს მათ, ვისაც გვინდა ვიყოთ ორიენტირებულები ამ ქვეყნის მომავალზე და ძლიერი საქართველო ავაშენოთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge