ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება - კამალა ჰარისი
- მსოფლიო
- 17.10.2024
- 12:05
ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა Fox News- თან ინტერვიუშ განაცხადა. ეს ჰარისის პირველი ინტერვიუა Fox News- თან.
ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, გამარჯვების შემთხვევაში, რით იქნება მისი მმართველობა ბაიდენის პრეზიდენტობისგან განსხვავებული.
"მე არ ვარ ჯო ბაიდენი... მე არ ვარ დონალდ ტრამპი... ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება და, როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, ახალ-ახალ იდეებს. მე წარმოვადგენ ლიდერების ახალ თაობას", - თქვა მან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200