png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ საყრდენად აღიქმებოდა, რომელსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა სურდა, თუმცა, ბოლო ქმედებების შედეგად, საქართველოს მთავრობა, ღიად ანტიდასავლური გახდა - ჰელსინკის კომისია

  • პოლიტიკა
  • 19.10.2024
  • 10:52
საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ საყრდენად აღიქმებოდა, რომელსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა სურდა, თუმცა, ბოლო ქმედებების შედეგად, საქართველოს მთავრობა, ღიად ანტიდასავლური გახდა - ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ რუსეთის გრძელვადიან საფრთხესთან გამკლავების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ასევე საქართველოში არსებულ ვითარებას ეხება. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო ანტიდასავლურ და პრორუსულ განწყობებს ავლენს, საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით, პროდასავლურ გეზზე რჩება. 

"საქართველოში ვითარება ასევე კომპლექსურია. წლების განმავლობაში საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ საყრდენად აღიქმებოდა, რომელსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის მისწრაფებები ჰქონდა. თუმცა, ბოლოდროინდელი განვითარებების შედეგად საქართველოს მთავრობა, რომელსაც ქართული ოცნება მართავს, უფრო ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური გახდა, ამ ცვლილებას ოპოზიციონერი ფიგურებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შევიწროებით და ასევე რუსეთთან დაახლოებული ურთიერთობებით გაესვა ხაზი. მთავრობის ამ ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მტკიცედ პროევროპულ და პრო-ნატო პოზიციას იზიარებს, რაც მთავრობასა და მის მოსახლეობას შორის მწვავე წინააღმდეგობას წარმოქმნის. ეს ყველაზე თვალნათლივ 2024 წლის გაზაფხულში ქართული ოცნების მიერ ინიციირებული რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო  აქციებით გამოიხატა, რომლებიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა და მასში დაახლოებით 300 000 ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ამ ვითარებამ ფუნდამენტური არასტაბილურობა შეიტანა ადგილას, სადაც რუსეთს კვლავ გარნიზონები ჰყავს გამაგრებული (რამდენადაც არ უნდა შემცირებულიყო ისინი უკრაინასთან ომის შედეგად), სადაც ხელისუფლება ღიად ანტიდასავლურია და რუსეთთან უფრო და უფრო მეგობრული ხდება, მოსახლეობა კი ფუნდამენტურად წინააღმდეგია". - წერია ანგარიშში

ამასთან, ანგარიშის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 

"საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, ასევე, მზარდმა არალიბერალურმა საშინაო პოლიტიკამ გამოიწვია შეშფოთება ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში... შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს ორმაგი სტრატეგია, რომელიც მოიცავს ორივეს: საქართველოს მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას დემოკრატიულ უკანდახევაზე და დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფაზე", - აღნიშნულია ანგარიშში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge