png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას

  • სამართალი
  • 14.03.2016
  • 18:00
გიორგი მარგველაშვილი: ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ, ვისაც აშანტაჟებენ, დაიცავს. გიორგი მარგველაშვილის თქმითვე, მუქარის თითოეულ ავტორს იპოვიან. პრეზიდენტმა საზოგადოებასაც მიმართა, რომ კადრების ნახვისა და გავრცელების პროცესში არ ჩაერთონ. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო "მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია" და კოორდინირებულად მუშაობს. 

"პირველ რიგში, მინდა, მივმართო მათ, ვისაც ემუქრება შანტაჟით ეს ბნელი ძალა - ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა და მსოფლმხედველობისა - მე ვდგევარ თქვენ გვერდით, მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები მათ მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია, საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდევ მომავალშიც და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაცა უაზრო შავბნელ სტიგმას.

ახლა მინდა, მივმართო იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ დააშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება. თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი შავბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი. მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას - ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. თავისუფლება ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ამ ამაზრზენ ვიდეოებს (ამაზრზენს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, იმიტომ, რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი და ავადმყოფური), ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების.

მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერმინისტრთან, ძალოვანებთან - მთელი სახელმწიფო სისტემა მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. ეფექტი ნამდვილად იქნება. რა თქმა უნდა, შეიძლება, ძალიან მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ თუ საზოგადოებამ არ ვაჯობეთ და არ გადავაბიჯეთ იმას, რომ "ვიღაცა ფიქრობს, რომ ამით ჩვენს მოქალაქეებს დააშანტაჟებს", რომ "ამით პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას", რომ "ეს ჩვენ შეიძლება, გვაინტერესებს", რომ "მათსავით ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს და შეიძლება, ამაში ჩავერთოთ", ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი - მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და არა მარტო კრიმინალის გახსნით, არამედ ღიად დაგმობის და ამის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმით.

დღეს ვხვდები საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ერთად ვიფიქროთ - რანაირად მოვიგოთ არა მხოლოდ ბრძოლა კრიმინალთან, არამედ ბრძოლა ამ კრიმინალურ მენტალიტეტთან, რომელიღაც ადამიანების თავში როა და ჰგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებაზე მოახდენენ გავლენას. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული, ის ნაძირლები, ვინც ცდილობენ ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას, დამარცხდებიან და სამარცხვინოდ და სამაგალითოდ დაისჯებიან", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ამ კადრების ხელშეუხებლობის გამო, თქვენ უარი თქვით სამართლიანობის აღდგენაზე და ხელი დააფარეთ ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს. 31 მარტამდე თუ არ წახვალთ პოლიტიკიდან, დაიდება ახალი კადრები, რათა პოლიტიკური ასპარეზი გასუფთავდეს", - წერს მორიგი ფარული ვიდეოს გამავრცელებელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge