ზუგდიდელმა მოვაჭრეებმა სამართალდამცავებს დახლების დაშლის საშუალება არ მისცეს
- საზოგადოება
- 15.03.2016
- 09:51
ხმაური იყო გვიან ღამით ზუგდიდის ბაზარში. მოვაჭრეებმა სამართალდამცავებს მერიის განკარგულების შესრულების საშუალება არ მისცეს, რომელიც მათი დახლების დაშლას ითვალისწინებდა.
აქციის მონაწილეების თქმით, 92 ათასი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქცია ძველმა ხელმძღვანელობამ ბაზრის შესასვლელში დაამონტაჟა, რაც ბაზრის ახალი ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, შედეგად კი მოვაჭრეები ზარალდებიან.
ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მერიის წარმომადგენლებმა ბაზრის ტერიტორია დატოვეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200