png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება - ჯოზეფ ბორელი

  • პოლიტიკა
  • 12.11.2024
  • 17:51
კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკათხებში ჯოზეგ ბორელი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება.

ამის შესახებ ბორელმა უკრანულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტრევიუში ისაუბრა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს აფრთხილებდნენ, რომ მათ ევროპული გზიდან გადაუხვიეს.

ბორელის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში სურს, უნდა შეცვალონ მიღებული კანონები, გამოასწორონ არჩვენებზე გამოჩენილი პრობლემები.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსებებს ვერ ხედავს. 

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინას შორის ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ.

უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად ჩართულია ევროკავშირში გაწევრიანებაში, ისევე, როგორც უკრაინული საზოგადოება.

ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს და უკრაინის წევრობა ევროკავშირში არის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ვალდებულება ანდა გარანტია, რომლის შეთავაზებაც უკრაინისთვის შეგვიძლია.

საქართველოს შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ არის.

ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს მმართველებს და მთავრობას, რომ ისინიშორდებიან ევროკავშირის გზას, თუ მათ ევროკავშირში სურთ, უნდა შეცვალონ მიღებული კანონები, გამოასწორონ არჩვენებზე გამოჩენილი პრობლემები.

მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ იმისთვისაც კი, რომ ისევ ევროკავშირის კანდიდატად მიიჩნეოდნენ“, - განაცხადა ბორელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge