საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- სამართალი
- 16.11.2024
- 14:38
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო მსვლელობის დროს სამი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, სამივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
„შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავა. შსს დაკავებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება“, – აცხადებენ შსს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა და აქტივისტი ვანო გომურაშვილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200