ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს | შტაინმაიერი
- კომენტარები
- 02.12.2024
- 22:09
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო, - ამის შესახებ შტაინმაიერის სპიკერი, სერსტინ გამელინი X-ზე წერს.
"საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის", - თქვა შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას გამელინის თანახმად.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200