primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 02.12.2024
  • 22:12
 დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბალტიის სხვა ქვეყნების საგარეო მინისტრებთან და ჩვენ ერთად შევაფასეთ სიტუაცია. თქვენ ასევე იხილეთ ევროკავშირის ფარგლებში უმაღლესი წარმომადგენლის საკმაოდ ძლიერი განცხადება, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის სახელმწიფოებმა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ ამას ვხედავთ ქართველი ხალხის ქმედებებშიც, რომლებიც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოხატავენ და მათი ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ გაჰყვეს ამ გზას 2028 წლამდე. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა ყველა რეფორმის გატარება, რომელიც საჭიროა ევროინტეგრაციისთვის, რასაც ქართველები მხარს უჭერენ. ამავე დროს, ამ ნების ჩახშობა, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპატიმრება ის საკითხია, რომელზეც ჩვენ სიჩუმეს ვერ შევინარჩუნებთ და მივიღებთ ზომებს. 

მე დავამატებ, რომ ჩვენ ვერ დავარქმევთ სამართლიანს იმ არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ჩატარდა. გარდა ამისა, ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, როდესაც ახშობენ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას ქუჩებში, არ შეეფერება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, არ გაჰყოლოდა ქართველი ხალხის ნებას, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი და გადაეხვია ევროინტეგრაციის გზიდან", - აცხადბენ კანადის საგარეო საქმეთა სამინსიტროში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge