ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე თანამდებობიდან გადადგა
- პოლიტიკა
- 03.12.2024
- 02:56
ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში. ხელს ვუწყობდი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ვიცავდი მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვრჩები საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული", - წერს მაისურაძე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200