გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა
- საზოგადოება
- 15.03.2016
- 11:21
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. საქართველოს „გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი“ არაკომერციულ პროექტს „კალმახის მოშენება - კეთილი საქმე“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაშენების პირას მყოფი, ტბის/მდინარის 120 -მდე კალმახის გაშვება მდინარეში.
პროექტი მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენას საქართველოს მდინარეებში.
ღონისძიებას სპორტული და სამოყვარულო თევჭერის ფედერაციის წარმომადგენლები და სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ.
პრეოქტის მიზანია ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენისთვის სამუშაოების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა მდინარეებში, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სახეობის „წითელი ნუსხიდან“ ამოღებას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200