თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 2.6 %-ით შემცირდა
- ეკონომიკა
- 15.03.2016
- 12:18
2016 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 198.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით (2.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი მოდიოდა.
2016 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (39.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (30.5 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200